შესვლა რეგისტრაცია
ვინ კრედიტის საიტზე გავიარე რეგისტრაცია, როგორ შევავსო განაცხადი?

- რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, აუცილებელია გაიაროთ იდენტიფიკაცია. ამისათვის, საჭიროა თქვენი პირადი საბანკო ანგარიშიდან ჩვენს ანგარიშზე გადმორიცხოთ სიმბოლური1 თეთრი, რათა მოხდეს თქვენი საბანკო რეკვიზიტების ზუსტი იდენტიფიცირება. 1 თეთრის გადმორიცხვა შესაძლებელია, ინტერნეტ ბანკის ან ნებისმიერი ბანკის ფილიალიდან. თუ არცერთ ჩვენს მიერ აღნიშნულ ბანკში არ გაქვთ ანგარიში, უბრალოდ აირჩიეთ რომელიმე მათგანი და თქვენი ბანკიდან, იქ სადაც გაქვთ გახსნილი ანგარიში, გადმორიცხეთ სიმბოლური 1 თეთრი ჩვენს ანგარიშზე იმ ბანკში, რომელსაც აქ აირჩევთ.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შიდა საბანკო გადარიცხვა ერთი და იმავე ბანკებს შორის გაცილებით სწრაფია. როგორც კი, თქვენს მიერ გადმორიცხული 1 თეთრი აისახება ჩვენს სისტემაში, მოხდება თქვენი განაცხადის განხილვა და დასტურის შემთხვევაში სესხი გადმორიცხული იქნება თქვენს საბანკო ანგარიშზე. გთხოვთ ასევე გაითვალისწინოთ, რომ სესხის განაცხადი განხილული იქნება ჩვენს სამუშაო საათებში: ორშაბათი - პარასკევი 10:00 დან 20:00 საათამდე, ხოლო შაბათს 10:00 დან 14:00 საათამდე.

რამდენ ხანში აისახება თანხა ჩემს ანგარიშზე?

- თანხა აისახება თქვენს ანგარიშზე მას შემდეგ, რაც ოპერატორი დაგიკავშირდებათ და გადაამოწმებს თქვენს მიერ განაცხადში მოწოდებულ ინფორმაციას. დადებითი პასუხის შემთხვევაში თანხა გადმოგერიცხებათ 15 წუთში.

როგორ მოვიქცე თუ ვერ ვახერხებ კრედიტის დროულად დაფარვას?

- თქვენ შეგიძლიათ გაახანგრძლივოთ კრედიტი 7, 15 ან 30 დღით. ამისათვის საჭიროა ეწვიოთ www.wincredit.ge, ნახოთ განყოფილება „კრედიტის გახანგრძლივება“ და გააკეთოთ არჩევანი კრედიტის ოდენობის და ვადის შესაბამისად. სასურველი ვადით გახანგრძლივების საკომისიო შეგიძლიათ გადაიხადოთ ჩვენს ანგარიშზე თანხის შემოტანით (ვინ კრედიტის ანგარიშზე თანხის გადმორიცხვის შემთხვევაში, დანიშნულების ველში მიუთითეთ „კრედიტის გახანგრძლივება“).

კრედიტის დაფარვიდან რამდენ ხანში შევძლებ ახალი განაცხადის გაკეთებას?

- კრედიტის დაფარვიდან რამოდენიმე წუთში შეძლებთ ახალი განაცხადის გაკეთებას.

რამდენი ხანი აქვს ჩემს განაცხადს ვადა?

- განაცხადი აქტიურია 3 დღის განმავლობაში. ვადის ამოწურვის შემდეგ, გთხოვთ, ახლიდან მოითხოვოთ სესხი თქვენი პროფილიდან.

როგორ მოვითხოვო ცნობა დავალიანების შესახებ ?

- კომპანია გასცემს შემდეგი სახის ცნობებს :

1. ცნობა დავალიანების არ ქონის შესახებ;

2. ცნობა დავალიანების ქონის შესახებ;

3. ცნობა წინა სესხის დაფარვის შესახებ;

ცნობის საფასური შეადგენს 5 ლარს. გადახდა შესაძლებელია ინტერნეტბანკით ჩვენი კომპანიის ნებისმიერ ანგარიშზე თანხის გადმორიცხვით. გადახდისას აუცილებლად მიუთითეთ “ცნობის საფასურის გადახდა”, შემდეგ კი დაგვიკავშირდით და დამზადებულ ცნობას გადმოგიგზავნით რეგისტრირებულ ელ-ფოსტაზე, საფასურის გადახდიდან 24 საათის განმავლობაში. ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00 საათებში.